112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და უკანონო გზით მიღებული შემოსავლების კონფისკაციის სფეროში ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე სუამ–ის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარება

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და უკანონო გზით მიღებული შემოსავლების კონფისკაციის სფეროში ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე სუამ–ის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარება

პროექტის სახელწოდება: ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და უკანონო გზით მიღებული შემოსავლების კონფისკაციის სფეროში ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე სუამ–ის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერება

ხანგრძლივობა: 1 წელი და 6 თვე (1 მარტი 2012 – 31 აგვისტო 2013)

პროექტში ჩართული სახელმწიფოები: საქართველო. უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა

აღმასრულებელი ორგანო: UNODC ROCA

ბიუჯეტი: 500,000$

პარტნიორი ორგანიზაციები: Interpol, Europol, Eurojust, SELEC, World Bank, FATF

მოკლე აღწერილობა: პროექტის დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას სუამ–ის წევრი ქვეყნებში და ამავე დროს, გააძლიეროს უწყებრივი თანამშრომლობა ამ ქვეყნებს შორის. ეს ორი მიზანი მიღწეულ იქნება ეროვნულ დონეზე შიდაუწყებრივი თანამშრომლობის მექანიზმების მიმოხილვით და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემით მათი გაუმჯობესებისათვის, რაც დაეფუძნება ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და გავრცელებულ იქნება სუამ–ის წვერი ქვეყნების შესაბამის ეროვნულ ორგანოებს შორის. გაიზრდება როგორც სამართალდამცავი, ასევე იურიდიული საერთაშორისო თანამშრომლობა და ჩატარდება რეგიონალური სემინარება, რომელზეც განხილულ იქნება კონკრეტული საქმეები აქტივების კონფისკაციის სფეროში. ასევე, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მომუშავე ხელმძღვანელ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიცვალოს საკონტაქტი მონაცემები.

პროექტის მიზანი: სუამ–ის წვერი ქვეყნების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და უკანონო გზით მიღებული შემოსავლების კონფისკაციის სფეროში.

მოსალოდნელი შედეგები (1) – სუამ–ის წევრი ქვეყნები, გაერო–ს კონვენციებზე და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სხვა სტანდარტების შესაბამისად, თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, მოახდენენ შიდაუწყებრივი პროცედურების ადაპტირებას ან გადასინჯვას.

მოსალოდნელი შედეგები (2) – გაუმჯობესდება სუამ–ის წევრი ქვეყნების თანამშრომლობა ერთმანეთთან და დანიშნულების ქვეყნებთან, ფულის გათეთრების საქმეების გამოძიებისა და უკანონო გზით მიღებული შემოსავლების კონფისკაციის სფეროში.