ბავშვთა დაცვის მიმართვის სისტემის დანერგვა არის სახელმწიფო ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ითვალისწინებს ისეთი სისტემის და მისი განხორციელებისათვის საჭირო პროცედურების დანერგვას, რომელიც ემსახურება ბავშვთა დაცვას ნებისმიერი ფორმის ძალადობისაგან, წინასწარგანზრახული ან უნებლიე ზიანისაგან.
2007 წლის ნოემბერში, ფედერაციამ 'გადავარჩინოთ ბავშვები~, ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შექმნა სამუშაო ჯგუფი, რათა ჩამოეყალიბებინა პროცედურები ბავშვის დაცვის საფრთხის შემთხვევაში კავშირებისა და მიმართვების შესახებ. შექმნილი დოკუმენტი გვთავაზობს კოორდინირებულ და სავალდებულო მიმართვების პროცედურათა სისტემას, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბავშვის დაცვისა და უსაფრთხოების დარღვევის რისკი, უფრო მარტივად და სწრაფად მოხდეს საფრთხის იდენტიფიცირება და ეფექტური ჩარევის უზრუნველყოფა იმ პროფესიების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ, პირველები აღმოაჩენენ ბავშვის დაცვის საჭიროებას. ამ სისტემის დანერგვა შამსუბუქებს და უფრო ეფექტურს გახდის (სოციალური მომსახურების სააგენტო, პოლიცია, სკოლა, პოლიკლინიკა, მუნიციპალიტეტი) თანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დაცვის პროცესში.
2010 წლის 31 მაისს გამოიცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ.
'ბავშვთა დაცვის საჭიროების შემთხვევაში მიმართვიანობის სისტემის მოდელი~, შეესაბამება და სრულიად პასუხობს 2008-2011წლების ბავშვთა სამოქმედო გეგმას. მიმართვიანობის სისტემის პილოტირება განხორციელდა საქართველოს 8 ქალაქში:
- თბილისი
- ბათუმი
- გორი
- რუსთავი
- თელავი
- ქუთაისი
- მარნეული
- ბოლნისი
ბავშვთა დაცვის სისტემის დანერგვაში ჩართული იყო შემდეგი სამთავრობო უწყებები:
- ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო
(და სოციალური მომსახურების სააგენტო)
- განათლების სამინისტრო
- შინაგან საქმეთა სამინისტრო
- მუნიციპალიტეტების და თვითმართველობის ორგანოები
ბავშვთა დაცვის სისტემის დანერგვის საცდელ ფაზაში ჩართული იყო (საერთაშორისო) არასამთავრებო ორგანიზაციები:
- Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები)
- EvryChild
- PHMDF (საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის
განვითარების ფონდი)
- CHCA (საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი)
- Terre des Hommes
- World Vision