ბავშვთა მიმართ ძალადობის მრავალფეროვანი ხასიათი, საჭიროებს კვალიფიციურ ცოდნას, რათა თითოეული მოქმედება თუ უმოქმედობა დაკვალიფიცირდეს, როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობა. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტოსა და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდთან გაფორმდა პროექტის მემორანდუმი. პროექტის ზოგადი მიზნებია ბავშვთა დამაცირებისაგან, ექსპლუატაციისაგან და გულგრილობისაგან დაცვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება, საქართველოში მიმდინარე ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში გარკვეული წვლილის შეტანა;
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა თემატიკა, რომლის გათვალისწინებაც მოხდა შსს აკადემიის სასწავლო მასალებსა და ტრეინინგებში. პროექტის ფარგლებში საპატრულო და საუბნო პოლიციის თანამშრომლებს ჩაუტარდა ტრეინინგები, რომლის დროსაც განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: ძალადობის ფორმები და მისი ამოცნობის ნიშნები, პოლიციის როლი ძალადობის შემთხვევის მიმართვაში, ინტერვიუს/დაკითხვის თავისებურება ძალადობის შემთხვევებში და ა.შ.
აღნიშნული პროექტის განხორციელების ვადებია 2009-2012 წწ.
პროექტში ჩართული უწყებებია:
- ჰოლანდიის ბავშვთა საერთაშორისო დაცვის ორგანიზაცია ECPAT,
- საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი,
- შსს აკადემია;