პროექტის ხანგრძლივობა: 30 თვე ( მარტი 2011 - სექტემებერი - 2013)
განმახორციელებელი პარტნიორები: ევროპის საბჭო (თანამშრომლობის დირექტორატი/ ეკონომიკური დანაშაულებების სამმართველო)
დაფინანსება: ევროკავშირი
ბიუჯეტი: 1, 126.365 ევრო
ზოგადი მიზანი: ექვს პარტნიორ ქვეყანაში მრავალმხრივი მიდგომებით რეფორმათა პროცესების გაუმჯობესება და მათი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც გათვალისწინებულია აღმოსავლეთის პარტნიორობის პირველი პლატფორმით.
კონკრეტული მიზნები: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებში მმართველობის ეფექტურობის ზრდა, საჯარო ადმინისტრაციისა და სისხლის სამართლის სექტორების გაძლიერება ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
შედეგი N:1 - აღმოსავლეთ პარტნიორობის წვერი სახელმწიფოების მიერ განისაზღვრა კურსი და შეუძლიათ მიმართონ პოლიტიკას და პრევენციულ მექანიზმებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქმიანობები: რეგიონალური სამუშაო შეხვედრა: ანალიზი, ტიპოლოგიების სტრუქტურა და პროცედურები, რომლებიც შეეხება ეფექტურ მმართველობას. რეგიონალური (საწყისი) კონფერენცია I: სტრატეგიული კურსი და მექანიზმები, რომლებიც შეეხება ეფექტური მმართველობის პოლიტიკის შემუშავებას. რეგიონალური სამუშაო შეხვედრა II: ანალიზი და მექანზიმების ტიპოლოგიები კორუპციის მონიტორინგის და იმპლემენტაციის მიზნით, რომლებიც მოიცავს განათლებას და აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. რეგიონალური სამუშაო შეხვედრა III: კორუფციის გამომწვევი მიზეზების ანალიზი და ტიპოლოგია. რეგიონალური კონფერენცია II: კორუფციის გამომწვევი მიზეზების დადგენისას რისკების შეფასების მეთოდოლოგიის გამოყენება.
შედეგი N:2 აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფილნი არიან ეფექტური სამართალდაცვის მექანიზმებით და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამართლებრივი ბაზის იმპლემენტაციით.
საქმიანობები: რეგიონალური სამუშაო შეხვედრა IV: კორუფციის პროცესების ანალიზი ტრანზიტული ეკონომიკების მქონე ქვეყნებში; რეგიონალური კონფერენცია III: კორუფციის პროცესების დაკვირვება ტრანზიტულ ეკონომიკებში; რეგიონალური სპეციალიზირებული ტრეინინგი I: სტანდარტების იმპლემენტაცია, რომლებიც ეხება გამოვლინებას, გამოძიებას და ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულებების კრიმინალიზაციას; რეგიონალური სპეციალიზირებული ტრეინინგი II: სტანდარტების იმპელემენტაცია, რომლებიც ეხება კრიმინალურ და სამოქალაქო ვალდებულებებს; რეგიონალური სპეციალიზირებული ტრეინინგი III: პოლიტიკური პარტიები და ელექტორული კამპანიის დაფინანსება.
შედეგი N:3 - საპილოტე: ეფექტურ მმართველობასთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები ეფექტურად ახდენენ ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციას.
აქტივობები: ქვეყნების საჭიროებებიდან გამომდინარე (საპილოტე ქვეყნები) სპეციფიკური რეფორმების მხარდაჭერა სამართლებრივი მექანიზმების დანერგვის, პოლიტიკის დიზაინისა და სპეციალიზირებულ ტრეინინგების საშუალებით ყოველი ქვეყნისთვის მათი საჭიროებებიდან და რეფორმის პრიორიტეტებიდან გამომდინარე; რეგიონალური (დახურვის) კონფერენცია IV: რეფორმებისა და გამოცდილებების გაზიარება საპილოტე ქვეყნებისთვის.
ბენეფიციარები
- სამთავრობო უწყებები, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს კომპეტენტური დანაყოფების ჩათვლით;
- რელევანტური და კომპეტენტური დანაყოფები სამინისტროებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საჯარო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო სამსახურის მენეჯმენტზე;
- სპეციალიზირებული სააგენტოები ჩართულნი პრევენციასა და ბრძოლაში კორუფციასა და ეკონომიკურ დანაშაულებებთან მიმართებით (ანტი-კორუპციული სააგენტო);
- ფინანსური გამოძიების დეპარტამენტი;
- სამოქალაქო საზოგადოება