ხანგრძლივობა: 2013 წლის მარტი–2015 სექტემბერი
დაფინანსება: ევროკავშირის / ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამა
განმახორციელებელი პარტნიორები: საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პროექტიის ბიუჯეტი: 3 340 000 ევრო
პროექტის ზოგადი მიზანი: ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება და ჯანდაცვის გაუმჯობესება (მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა) ციხეებში, დაკავების ადგილებსა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებები საქართველოში, მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
- ჯანდაცვის გაუმჯობესება ციხეებში და პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორებში მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით
- ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა, პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორებში, ფსიქიატრიული დაწესებულებებში და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- სახელმწიფო ორგანოების მონიტორინგისა და საგამოძიებო ფუნქციების გაძლიერება და არასათანადო მოპყრობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა.