შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მინდია ლორთქიფანიძემ, დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა რადიაციული ნივთიერებების აღმოჩენის კუთხით არსებული გამოწვევები, პოტენციური საფრთხეების წარმოშობის საკითხები და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მინდია ლორთქიფანიძემ ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადმოცემული „მობილური აღმოჩენის სისტემის“ პრაქტიკაში დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეპარტამენტში რადიაციული ნივთიერებების აღმოჩენის მიმართულებით მომუშავე დანაყოფის საქმიანობის, პრიორიტეტული სფეროებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.