112Unified Emergency Number

126General Inspection

სტრატეგია და კონცეპცია (EN)

სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის
სტრატეგია და კონცეფცია

სახელმწიფო მატერიალურ რეზერვები არის განსაკუთრებული, სტრატეგიული დანიშნულების მატერიალური ფასეულობების მარაგები, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტის უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მშვიდობიან პერიოდში ქმნის და ავითარებს საქართველოს მთავრობა და საქართველოს კანონის `სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ~ თანახმად განკარგავს საქართველოს პრეზიდენტი, რომლის მიერაც იგი გამოიყენება ქვეყნის სამობილიზაციო მზადყოფნის, საომარი მოქმედებების, სტიქიური უბედურებების, ეკონომიური ბლოკადის, შესაძლო მიწისძვრების, ტექნოგენური კატასტროფების და სხვა მოულოდნელად წარმოქმნილი ექსტრემალური სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის უზრუნველსაყოფად, ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, შიდა ბაზარზე მარეგულირებელი ზემოქმედებისათვის, საწარმოებისა და ორგანიზაციების ნედლეულით, სათბობ - ენერგეტიკული რესურსებით, მოსახლეობის სურსათის ძირითადი სახეობებით მომარაგებაში დროებითი შეფერხებისას სახელმწიფო მხარდაჭერისათვის.
სახელმწიფო რეზერვის მარაგის შენახვა და მომსახურება, სახელმწიფო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოება, სახელმწიფო რეზერვების ფასეულობების დაგროვების, გაცემის, დაბრუნების, განახლების, შეცვლის ორგანიზება, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის და ცენტრალიზებული აღრიცხვის წარმოება-კონტროლი და მისი განხორციელება საქართველოს მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.
ამასთანავე ავღნიშნავთ, რომ თანახმად საქართველოს კანონებისა (`სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”) ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მარაგების შენახვა და მომსახურება, ახალი სტრატეგიული მარაგების შექმნა.