112Unified Emergency Number

126General Inspection

2 41 42 42ერთიანი მომსახურების ცენტრი

ვიდეო კამერების მდებარეობა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში 325 ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა

ივლისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა.

ამასთან, დედაქალაქში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს.

დედაქალაქის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის მასშტაბით 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონში. კამერები საგზაო მონაკვეთების გარდა, ტურისტულ ზონებშია განთავსებული, მათ შორის ძველი ბათუმისა და ბულვარის ტერიტორიაზე. უახლოეს მომავალში, ბათუმში კიდევ 80 ზოგადი ხედვის კამერის ამოქმედდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება მოახდინა, სადაც მძღოლების მიერ ყველაზე ხშირია დადგენილი სიჩქარის ნორმის გადაჭარბების შემთხვევები. აღნიშნულ ადგილებზე სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური რადარები დაამონტაჟა.

ავტო-საგზაო შემთხვევების შემცირების გარდა, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და ზოგადად უსაფრთხო გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.

რაც შეეხება გადახდის წესს, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება. საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;

• თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;

• ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარიმო ქვითარს საჯაროდ გამოაქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;

• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;

• ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;

ახალი ჭკვიანი ვიდეოკამერების განლაგება თბილისში:

  • წერეთლის გამზირი - სტანისლავსკის ქ.-ს კვეთა (დინამოს მიმართულებით)
  • წერეთლის გამზირი - სტანისლავსკის ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)
  • წერეთლის გამზ - ვ. ბაგრატიონის ქ. (დინამოს მიმართულებით)
  • წერეთლის გამზ-ვ. ბაგრატიონი ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)
  • ი.ჭავჭავაძის გამზირი - ბერძენიშვილის ქ.
  • ლეხ კაჩინსკის ქ.-აწყურის ქ.
  • დადიანის ქ. - კოხრეიძის ქ.
  • დადიანის ქ. -ზაზიაშვილი ქ.
  • გობრონიძის ქ.-დუმბაძის ქ.
  • გობრონიძის ქ.-ნონეშვილის ქ.
  • რომელაშვილის ქ. -ისაკიანის ქ.
  • გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია - კინო საქართველოს მიმართულებით)
  • გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია 2) მეტრო სარაჯიშვილის მიმართულებით
  • მარცხენა სანაპირო - ქორწინების სახლთან
  • თამარაშვილის ქუჩა - უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი

ახალი სიჩქარის მზომი სექციური რადარები განთავსებულია:

  • თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქიდან გასასვლელში)
  • თბილისი აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქში შემოსასვლელში)
  • ჯ. ბალანჩინის ქ. (გლდანის მიმართულებით)
  • ჯ.ბალანჩინის ქ. (გლდანიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით)
  • ქ.თბილისი - ქ. რუსთავის გზატკეცილი ( ფონიჭალიდან გასასვლელში)
  • ქ.თბილისი - ქ.რუსთავის გზატკეცილი (ფონიჭალაში შემოსასვლელში)

ახალი წერტილოვანი რადარები განთავსებულია:

  • ბათუმი - ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხის მიმართულებით)
  • ბათუმი - ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხიდან ბათუმის მიმართლებით)
  • მახინჯაური - (მახინჯარუიდან ბათუმის მიმართულებით)
  • მახინჯაური (ბათუმიდან მახინჯაურის მიმართულებით)
  • სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მონაკვეთი
  • ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი

ზოგიერთ ქუჩასა და გზატკეცილზე მოქმედებს 2 ან მეტი ზოგადი ხედვის კამერა.

ბათუმის ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა:

  • პუშკინის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა
  • თამარ მეფის ქუჩისა და ტბეთის ქუჩის კვეთა
  • კახაბრის ქუჩა და მაჭავარიანის ქუჩის კვეთა
  • აეროპორტის გზატ. მესხის ქ. შესახვევი
  • ანდრია პირველწოდებულის ქუჩა,
  • სვიმონ კანანელის ქუჩა
  • სარფი
  • მახინჯაური ჩაქვის გვირაბი
  • ვარშანიძის ქუჩისა და გენერალ აბაშიძის ქუჩის კვეთა
  • ვარშანიძის ქუჩისა და თავდადებულის ქუჩის კვეთა
  • აღმაშენებლის ქუჩისა და ტაბიძის ქუჩის კვეთა
  • აღმაშენებლის ქუჩა
  • ხიმშიაშვილის ქუჩა
  • გენერალ აბაშიძის ქუჩისა და აბუსერიძის ქუჩის კვეთა
  • აბუსერიძის ქუჩისა და ლორიას ქუჩის კვეთა
  • ლეონიძის ქუჩა
  • რურუას ქუჩა,
  • ტაბიძის ქუჩა,
  • პუშკინის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა
  • პუშკინის ქუჩისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩის კვეთა
  • პუშკინის ქუჩისა და თაყაიშვილის ქუჩის კვეთა
  • პუშკინის ქუჩისა და ლერმონტოვის ქუჩის კვეთა
  • ჭავჭავაძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთა
  • ჭავჭავაძის ქუჩისა და ყაზბეგის ქუჩის კვეთა
  • ჭავჭავაძის ქუჩისა და ჰ. აბაშიძის ქუჩისა კვეთა
  • ფალიაშვილის ქუჩისა და კ. ცეტკინის ქუჩის კვეთა
  • გორგასლის ქუჩისა და ასათიანის ქუჩის კვეთა
  • გორგასლის ქუჩისა და 26 მაისის ქუჩის კვეთა
  • გორგასლის ქუჩისა და ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა
  • ფარნავაზ მეფის ქუჩისა და თაყაიშვილის ქუჩისა კვეთა
  • მარჯანიშვილის ქუჩისა და ვაჟა - ფშაველას ქუჩის კვეთა
  • მარჯანიშვილის ქუჩისა და ვაჟა - ფშაველას ქუჩის კვეთა
  • მ. აბაშიძის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა
  • ზ. გამსახურდიას ქუჩისა და მელაშვილის ქუჩის კვეთა
  • ბერიძის ქუჩისა და წერეთლის ქუჩის კვეთა
  • წერეთელის ქუჩისა და იმედაშვილის ქუჩის კვეთა
  • პუშკინის ქუჩისა და იმედაშვილის ქუჩის კვეთა
  • ბერიძის ქუჩა,
  • 9 მარტის ქუჩისა და პუშკინის ქუჩის კვეთა
  • ბარათაშვილის სკვერი
  • ბარათაშვილის ქუჩა,
  • ერას მოედანი
  • ჭავჭავაძის ქუჩა, თბილისის მოედანი
  • ახმეტელის ქუჩა,
  • წერეთლის ქუჩა,
  • მაზნიაშვილის ქუჩა,
  • კ. გამსახურდიას ქუჩა,
  • პუშკინი ქუჩისა და დ. თავდადებულის ქუჩის კვეთა
  • პუშკინი ქუჩისა და სულაბერიძის ქუჩის კვეთა
  • სულაბერიძის ქუჩისა და შევჩენკოს ქუჩის კვეთა
  • სოხუმის ქუჩისა და მარუხის ქუჩის კვეთა
  • შაფათავას შესახვევი
  • ლადო ასათიანის ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთა
  • სულაბერიძის ქუჩისა და ბაგრატიონის ქუჩის კვეთა
  • სულაბერიძე ქუჩისა და გურამიშვილის ქუჩის კვეთა
  • ჯავახიშვილის ქუჩისა და პუშკინის ქუჩის კვეთა
  • ვაჟა- ფშაველას ქუჩისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩის კვეთა
  • მელიქიშვილის ქუჩისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩის კვეთა
  • მელიქიშვილის ქუჩისა და ორბელიანის ქუჩის კვეთა
  • თამარის დასახლება,
  • ტბეთის ქუჩა,
  • გრიშაშვილის ქუჩა
  • მაიაკოვსკის ქუჩა,
  • ქიქავას ქუჩა,
  • ჩხაიძის ქუჩა,
  • გოგიტიძის ქუჩისა და პლეხანოვის ქუჩის კვეთა
  • აფხაზეთის ქუჩა,
  • ბაქოს ქუჩა,
  • კაფე ბათუმის მიმდებარედ
  • კაფე ტყუპების მოპირდაპირედ
  • ნინოშვილის ქუჩისა და დუმბაძის ქუჩის კვეთა
  • სასტუმრო ინტურისტის მიმდებარედ
  • დისკოკლუბი სოჰოს მიმდებარედ
  • საზღვაო აკადემიის მიმდებარედ, რუსთაველის ქ.
  • ანგისის ქუჩა,
  • ინასარიძის ქუჩა,
  • აეროპორტის გზატკეცილი,
  • ადლიის ქუჩა,
  • თამარ მეფის სანაპირო,
  • თავისუფლების ქუჩა,
  • რუსთაველის ქუჩა,
  • თბილისის ქუჩა,
  • მეგობრობის ქუჩა,
  • ინასარიძის ქუჩისა და კობალაძის ქუჩის კვეთა