საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 13 ნოემბერს სტამბოლის ცენტრში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს, სამინისტროს სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
ვახტანგ გომელაურმა ღრმა მწუხარება გამოთქვა აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და თანადგომა გამოხატა გარდაცვლილთა ოჯახებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაზარალდა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ ღრმა მწუხარებას სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს, მსურს გამოვხატო ჩვენი თანადგომა გარდაცვლილთა ოჯახებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაზარალდა.
ძვირფასო კოლეგა, გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერასა და თანადგომას. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო“, - წერს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამძიმრის წერილში.