შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა ბედოიძემ თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს.
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულის სტატისტიკის კვარტალური ანგარიში მოისმინა, და დეტალური ინფორმაცია მიიღო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, დანაშაულთან ბრძოლის შედეგებსა და საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
სამუშაო თათბირზე, ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება პოლიციელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.