შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ვახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
09-05-2024

ვახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში", მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა და მინდა ყველას მივულოცო, პირველ რიგში ვეტერანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ფაშიზმთან გამარჯვებაში და სრულიად მსოფლიოს მინდა მივულოცო." - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა