შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ვახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
09-05-2021

ვახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში", მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავია.