შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან ს...
13-12-2023

ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელებისგან რეგიონში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიმდინარე წელს გატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე წელს აჭარის რეგიონში მომხდარი დანაშაულების გახსნის მაჩვენებელს და აღინიშნა, რომ გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.
სამუშაო თათბირზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის, როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
მინისტრმა შეხვედრაში მონაწილე სამართალდამცველებს კონკრეტული დავალებები მისცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.