2014 წლის 3 თებერვალს 20:49 საათზე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. ჭოროხის წყლის დონის მომატების გამო, ხელოვნურად გაკეთებულ კუნძულზე ექვსი მონადირის ჩარჩენის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო განყოფილების სამაშველო ჯგუფი, განყოფილების უფროსის თენგიზ ცისკარაძის ხელმძღვანელობით. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო აჭარის ა/რ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი. ერთობლივი და კოორდინირებული 4 საათიანი წყალზე სამაშველო ოპერაციის შედეგად, მოხერხდა ზემოაღნიშნული მონადირეების უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა.