შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • თბილისში მდინარე მტკვრიდან მაშველებმა ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს
22-06-2015

თბილისში მდინარე მტკვრიდან მაშველებმა ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ორი შუახნის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს. მოქალაქეები ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლის დონის მატების გამო, მდინარე მტკვარში ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე აღმოჩნდნენ და მაშველების დახმარებას ითხოვდნენ. შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინციდენტების მართვის განყოფილებაში შემოვიდა. სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სწრაფი რეაგირება მოახდინეს და მამაკაცები ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.