შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის საინფორმაციო დაფ...
01-08-2014

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის საინფორმაციო დაფები განთავსდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის საინფორმაციო დაფები განათავსეს.

ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლები დაესწრნენ.

საინფორმაციო დაფებზე მოცემულია ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებლების უფლებების და საქართველოში თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არსებული პროცედურების შესახებ.

ინფორმაცია წარმოდგენილია ხუთ ენაზე: არაბულად, ინგლისურად, სპარსულად, ფრანგულად და რუსულად.