თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-4 განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გასვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ჰუსეინ თ. დააკავეს.
აღნიშნული პიროვნება ანკარის ინტერპოლის მიერ 06.10.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ჰუსეინ თ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 252/1, 252/2, 53/1-a, b, c53/1-d-e, 43/1, და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მექრთამეობას გულისხმობს.
ამჟამად ჰუსეინ თ-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.