შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზა...
09-02-2025

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზაზე სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.
სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
სწავლებას თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო სამკვირიანი სასწავლო კურსი დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა.
სწავლების მონაწილეებმა შეისწავლეს სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და განსაკუთრებულად ცივ პირობებში მოქმედება, თოვლზე სასიარულო სპეციალური ხელსაწყოებით გადაადგილება , ტექნიკური სრიალი, საევაკუაციო საშუალებების გამოყენება, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძიების მეთოდები, დაზარალებულის ამოყვანა და ევაკუაცია.
სასწავლო კურსის მიზანს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს.