შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა ძალისმიერი სპორტის მ...
04-05-2016

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა ძალისმიერი სპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა შალვა ბებიაშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში გამართულ ძალისმიერი სპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ათლეტმა 125 კილოგრამიან წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

შალვა ბებიაშვილმა საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ და სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის აწევაში იასპარეზა და ორივე სახეობაში ოქროს მედლები მოიპოვა. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები მსოფლიოს 26 ქვეყნიდან.