შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა „ბოსფორის თასის ჩემპ...
13-01-2016

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა „ბოსფორის თასის ჩემპიონატზე“ პირველი ადგილი დაიკავა

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ჭაბაშვილმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომელ შალვა ბებიაშვილს ძალისმიერი სპორტის ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა და საჩუქრად მაჯის საათი გადასცა.

შალვა ბებიაშვილმა ქალაქ სტამბულში გამართულ ძალისმიერი სპორტის სახეობათა „ბოსფორის თასის ჩემპიონატზე“ პირველი ადგილი დაიკავა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ სპორტსმენები ცხრა ქვეყნიდან. ქართველმა ძალოსანმა ათლეტმა საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ და სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის აწევაში იასპარეზა. შალვა ბებიაშვილმა 110 კილოგრამიან წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ორივე სახეობაში ოქროს მედლები მოიპოვა.