შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1 მარტს ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, დღის საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1962 წელს დაბადებულ ბიძინა ბ-ს ცივი იარაღით გულ-მკერდისა და ზურგის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბათუმში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარებს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).