შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს თანამშრომლებმა თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანე...
07-01-2015

შსს-ს თანამშრომლებმა თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს

ნინოწმინდის რაიონში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისთანავე, მობილიზებული იყვნენ ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. სამართალდამცველებმა თოვლში დარჩენილი 200-ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათი ნაწილი პოლიციელთა ოჯახებში და პოლიციის სამმართველოებში მოათავსეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.