ნინოწმინდის რაიონში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისთანავე, მობილიზებული იყვნენ ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. სამართალდამცველებმა თოვლში დარჩენილი 200-ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათი ნაწილი პოლიციელთა ოჯახებში და პოლიციის სამმართველოებში მოათავსეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.