შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს–ს მაშველებმა კლდიდან გადავარდნილ მამაკაცს დახმარება აღმოუჩინეს
28-10-2017

შსს–ს მაშველებმა კლდიდან გადავარდნილ მამაკაცს დახმარება აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ პანკისის ხეობაში, რკინის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა, დაშვდა და მაშველების დახმარებას საჭიროებდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და 20-წლამდე მამაკაცი უმოკლეს დროში ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

ახმეტიდან დაშავებული, მკურნალობის გაგრძელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.