შსს-ს მცხეთა-მთიანეთის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული გ.უ. და 1942 წელს დაბადებული ა.უ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 9 ნატეხი და ერთჯერად შპრიცში მოთავსებული ბუპრენორფინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.უ. და ა.უ. ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ყიდდნენ.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო შეძენა-შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).