შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ მალანიამ, განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს უფროსმა მამუკა სეფიაშვილმა და ამავე სამმართველოს 150-მდე თანამშრომელმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი გაიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებები ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს აქციაში, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას ემსახურება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.