შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა შოთა საღარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო NATO-ს ლოგისტიკის კურსში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ობერამერგაუში განთავსებულ ნატო-ს სკოლაში ჩატარდა.
სასწავლო კურსის მსვლელობისას, სხვადასხვა ქვეყნებიდან წარგზავნილ კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ლოგისტიკის სფეროში ნატო-ს დოქტრინებს, პრინციპებს და აქტივობებს. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, პრეზენტაციების მომზადებასა და დისკუსიებში მონაწილეობას.
შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლები პერიოდულად მონაწილეობენ მსგავს საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას.