საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩ ანჯელო გნედინგერს და მის კოლეგებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება განიხილეს. საუბარი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს შეეხო.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.