საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კეტრინ პეტრონოფსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რეგიონალურ კოორდინატორ ელენა მილოშევიჩს შეხვდა.
მხარეებმა გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.