შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ხეების დარგვის აქციას - „მწვანე ...
03-05-2014

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ხეების დარგვის აქციას - „მწვანე მომავალი“ შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას შეუერთდა და გამწვანების აქციაში – „მწვანე მომავალი“ მიიღო მონაწილეობა. აქცია ქალაქ დუშეთში გაიმართა. დეპარტამენტისა და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 300 თანამშრომელმა, გამწვანების აქციის ფარგლებში 1000 ნერგი დარგეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ხეების დარგვის აქცია „მწვანე მომავალი“ მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. პროექტის მიზანი საქართველოში გამწვანების პროცესის ხელშეწყობა და ჯანსაღი გარემოს პოპულარიზაციაა.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გამწვანების პროგრამის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 1 000 000 ნერგი დაირგვება.