შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვასილ ბახტურიძესთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 60-მდე ოჯახს ეწვივნენ. სამართალდამცველები მოსახლეობას კონფლიქტის ზონის სოფლებში არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ, ბედნიერი დამდეგი ახალი წელი უსურვეს, სურსათი და სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გადასცეს.
საქველმოქმედო აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.