შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის უფროსი ლევან ჩიკვაიძე, ძებნის სამმართველოს უფროსი სოსო მარტაშვილი და პოლიციის ატაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჰამლეტ გუსეინოვი აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდნენ.
ქართულ დელეგაციას ოფიციალური შეხვედრების დროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვილაეტ ეივაზოვი, სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს უფროსი ემინ შაკინსკი და მისი მოადგილე არზუ დაშდემიროვი, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი შარიფ ასადულაევ, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი აბდულ ზარგარლი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიციის ატაშე იმრან მუსტაფაევი მასპინძლობდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე მზადყოფნა გამოხატეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთდახმარების შესახებ, ხაზი გაესვა ინფორმაციის მყისიერი გაცვლის აუცილებლობას ადგილობრივ და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორმხრივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე.