შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლ...
25-06-2014

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კრიმინალური პოლიციის დელეგაციას მასპინძლობს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კრიმინალური პოლიციის საგამოძიებო და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მექანიზმების შემუშავების და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.