შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქცია გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის, „112“-ის, გენერალური ინსპექციის, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის, კონტრტერორისტული ცენტრის და სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის თანამშრომლები მცხეთა-მთიანეთის მხარეს ეწვივნენ. კერძოდ, თიანეთის და დუშეთის სოფლების მაცხოვრებლები მოინახულეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 100 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახების საკვები პროდუქტებით მომარაგებას გულისხმობს. საქველმოქმედო აქცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება მასში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი მონაწილეობს.