შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს წარმომადგენლები აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირ...
30-04-2015

შსს-ს წარმომადგენლები აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმების და განვითარების სააგენტოს, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შსს-ს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის არსებული თანამშრომლობის, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, საზღვრის ინტეგრირებული მართვისა და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხები განიხლეს. ასევე ისაუბრეს მიმდინარე პროექტებისა და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივების შესახებ.