შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი და სტუდენტები ეწვივნენ
18-02-2014

შსს-ს ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი და სტუდენტები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი ტორონტოს უნივერსიტეტის ევროპის კვლევის პროგრამის დირექტორს, პროფესორ რობერტ ოსტინს და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

სტუმრები საქართველოში, განსაკუთრებით, შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, დემოკრატიზაციას და ძალოვანი უწყებების მიმართულებით რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას.

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა სტუმრებს ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო შექმნილი ვითარებაც გააცნო.