შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირებისათვის გუდაურში გენდერულ თემებზე 3 დღიანი ტრენინგი - "უსაფრთხოების სექტორში გენდეული თანასწორობის და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირება" ჩატარდა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გენდერული პრინციპების ინტეგრირების ხელშეწყობასა და ცნობიერების ამაღლებას.
გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 29 სექტემბერს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასა (UN Woman) და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად, სამინისტროში ჩატარდა გენდერული აუდიტი. აუდიტის განმახორციელებელი ექსპერტების მიერ შემუშავდა დასკვნა, რომელიც ასახავს სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგებს.