შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს თანამშრომლებს განსაკუთრებული ღონისძიებების მართვის თემაზე სემინარი ჩაუტარდ...
09-05-2017

შსს-ს თანამშრომლებს განსაკუთრებული ღონისძიებების მართვის თემაზე სემინარი ჩაუტარდათ

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს განსაკუთრებული ღონისძიებების მართვის თემაზე სამდღიანი სემინარი ჩაუტარდათ. სწავლება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიმართა.

სემინარს აშშ-ს პოლიციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მთავარ განსახილველ საკითხს შსს-ს GEM Fest 2017-თვის მზადების პროცესი და არსებული გამოწვევები წარმოადგენდა.
სწავლება მოიცავდა შემდეგ საკითხებს: განსაკუთრებული ღონისძიებების დაგეგმვა და სისრულეში მოყვანა; დაზვერვა და რისკების შეფასება; ღონისძიების ადგილის უსაფრთხოების დაგეგმვა; ინციდენტის პრევენციისა და მართვის სისტემის ჩამოყალიბება. ამერიკელმა ტრენერებმა სემინარის მონაწილეებს განსაკუთრებული ღონისძიებების მართვასთან დაკავშირებით პრაქტიკული რეკომენდაციები მისცეს.
სწავლების დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.