შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს თანამშრომლებმა ნინოწმინდაში ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ახალი წელი მიულოცე...
29-12-2013

შსს-ს თანამშრომლებმა ნინოწმინდაში ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ახალი წელი მიულოცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და პატარებს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.

ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა სტუმრებს კონცერტი გაუმართეს, რის შემდეგაც სამმართველოს თანამშრომლების ინიციატივით ბავშვებს საჩუქრები თოვლის პაპამ და ფიფქიამ დაურიგეს.