შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს პოლიციის დეპარტამენტების, განყოფილებების უფროსებმა და სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული სამართალდამცველების ოჯახებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს იმ პოლიციელთა ხსოვნას, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის სურვილია, დაღუპული პოლიციელების ოჯახებმა და მათმა შვილებმა იგრძნონ, რომ ქვეყანა არ ივიწყებს დაღუპული გმირების ღვაწლს სამშობლოს წინაშე, ყოველთვის მათ გვერდითაა და ზრუნავს მათზე.