შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს თანამშრომელმა მსოფლიო ჩემპიონატში ტრიატლსა და ბიატლში მეორე ვერცხლის მედალ...
19-09-2015

შსს-ს თანამშრომელმა მსოფლიო ჩემპიონატში ტრიატლსა და ბიატლში მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატი ტრიატლსა და ბიატლში, რომელმაც სტარტი ბათუმში აიღო, გრძელდება. საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი ბერძენიშვილმა ჩემპიონატის მეორე დღეს, ინდივიდუალურ ტრიატლში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში საქართველოში პირველად, თანამედროვე ხუთჭიდისა საერთაშორისო კავშირის, საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება.