შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს თანამშრომელმა ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვ...
04-05-2017

შსს-ს თანამშრომელმა ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა

შსს-ს თანამშრომელმა ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შალვა ბებიაშვილმა თურქეთის ქალაქ სტამბულში, ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მასში 6 ქვეყნის 83 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
ქართველმა ძალოსანმა 125 კილოგრამიან წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში წარმატებით იასპარეზა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში მაქსიმალური - 190 კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში კი 265 კგ დაძლია.

შალვა ბებიაშვილი საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონია.