შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ, ციხისჯვრის ბაზაზე, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს პროექტის - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისათვის“ ფარგლებში.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ბაზის ინფრასტრუქტურა და ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილი გამოფენა დაათვალიერებინეს, სადაც წარმოდგენილი იყო სახვადასხვა ტიპის სპეციალური აღჭურვილობა. მოზარდებმა ასევე ნახეს სპეციალური ტრანსპორტი და ტექნიკა, სამთო და სამხედრო აღჭურვილობა, სამედიცინო ინვენტარი და სპორტული დარბაზი. შეხვედრა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტიპის იყო. მოსწავლეებს კითხვა-პასუხის რეჟიმში გააცნეს დეპარტამენტის მუშაობის პრინციპები და სპეციფიკა. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მილსადენის დაცვის მნიშვნელობასა და უსაფრთხოების ზომებზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო. პროექტი ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებში.