შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლეიკემიით დ...
08-11-2017

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქციის – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს.

აქციაში დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მთელი პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ ღონისძიებაში რეგულარულად მონაწილეობს.

საქველმოქმედო აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.