შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ...
19-08-2016

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩაუტარდათ

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩაუტარდათ

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სპეციალური ტაქტიკისა და ტოპოგრაფიული მომზადების პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩაუტარდათ. სწავლება თეორიულ ტოპოგრაფიულ მომზადებას, GPS ნავიგატორის გამოყენებას და საველე ტაქტიკურ ვარჯიშებს, ასევე, ბანაკის მოწყობასა და ღამის პატრულირებას მოიცავდა.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას პროფესიული წვრთნები პერიოდულად უტარდება. მსგავსი სწავლებები მიზნად ისახავს, როგორც თეორიული ცოდნის ამაღლებას, ასევე პრაქტიკულ ვარჯიშებს, რაც სტრატეგიულ მილსადენებზე უსაფრთხოების დაცვისა და ეფექტური მუშაობის გაძლიერებას უზრუნველყოფს.