შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა ძალისმიერი სპო...
23-02-2017

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა ძალისმიერი სპორტის საქართველოს ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა ძალისმიერი სპორტის საქართველოს ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შალვა ბებიაშვილმა თბილისში გამართულ ძალისმიერი სპორტის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა ძალოსანმა (125 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში) სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში წარმატებით იასპარეზა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა წოლჭიმში – 180 კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში – 250 კგ დასძლია.

ტურნირში 125 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული.