შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების შვილებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და კინოთეატრში წაიყვანეს. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ სამგანზომილებიანი ანიმაციური ფილმი ენახათ.
ღონისძიება შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის ინიციატივით და კინოთეატრ „რუსთაველის“ დახმარებით ჩატარდა. სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი, დაღუპული თანამშრომლების ოჯახებზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.