შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ჭაბაშვილმა და დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აქცია „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლეს“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს. აქციაში სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
აქციის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ ღონისძიებაში რეგულარულად მონაწილეობს. აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.