შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაც...
18-05-2014

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეუერთდნენ აქციას „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა ფანცულაიამ და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს.

აქციაში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. მომავალში მსგავსი სახის ღონისძიება დეპარტამენტის სხვა რეგიონალურ დანაყოფებშიც იგეგმება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.