შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ შს მინისტრის ბრძანებით. სპეციალური და საგანგებო ღნისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის რვა თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის დაჯილდოვდა. თანამშრომლებს ჯილდოები დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ჭაბაშვილმა გადასცა.
დაჯილდოების ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები გოჩა მაჭავარიანი, ავთანდილ თუთისანი, კონსტანტინე მახარაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები. დაჯილდოვება ქალაქ რუსთავში, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრუქტურულ დანაყოფებში მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებები რეგულარულად ტარდება და მიზნად ისახავს თანამშრომელთა პროფესიონალიზმის დაფასებას, პროფესიული საქმიანობის ღირსეულად წარმართვისათვის მოტივაციის ამაღლებას.